“ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი დავეხმაროთ აშშ-ებს” – ხათუნა ხოფერია

რამოდენიმე მეგობარმა დამირეკა და მკითხა:- რატომ არ წერ რამეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეო?!… რა ვიცი, მე რა უნდა დავწერო ისეთი, რასაც ტრამპი, ორბანი, მასკი, ბერნსი არ ამბობს ყოველ დღე. ან ისეთი, რაც ორი წლის წინ არ თქვა და არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ევროპარლამენტის რეზოლუცია არა კვახი… დღეს, ჩვენი მთავარი თემაა საგამოძიებო კომისიისთვის ხელის შეწყობა და ნაცნაგავის გასამართლება! გამოძიების ამ პროცესს ევროპარლამენტართა კორუფციაც და ევროსტრუქტურების ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ფაქტებიც მოყვება. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, ყველა ბერკეტი თუ მორალური უფლება, გამოვიძიოთ და დავეხმაროთ -ებს -სახელმწიფო თანხებისა და ამერიკელი ხალხის კუთვნილი ფულის დანაშაულებრივი, არამიზნობრივი ხარჯების დადასტურებული ფაქტების მიწოდებით. დიახ, ეს იქნება პარტნიორობის შესაშური მაგალითი!!! ჰო, რაც შეეხება აგონიაში მყოფი ევროპარლამენტის რეზოლუციას… უი, უკვე დამიწერია ზემოთ – რეზოლუცია არა ლეგიტიმური

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..