ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ -ს ახალი ელჩი შეიგრძნობს რეალობას – გურამ მაჭარაშვილი

„საქართველოს საზოგადოებამ მყარი პოზიცია დაიკავა – ჩვენ გვინდა აშშ-ს-თან, ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა, ევროკავშირთან ინტეგრაცია, მხოლოდ მშვიდობის პირობებში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

მაჭარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს ახალი ელჩის პირობებში, საქართველოს დღის წესრიგში არ იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც იდგა წინა ელჩის პირობებში.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა – ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ს ახალი ელჩი შეიგრძნობს რეალობას. დარწმუნებული ვართ, აუცილებლად იქნება საქართველოში არსებული რეალობის ადეკვატური. ამიტომ სანქციებთან დაკავშირებული თემა, ასეთი საკითხები, რომლებიც ბუნებრივია, არ არის საქართველოს დღის წესრიგში, არის პოზიტიური. აქედან გამომდინარე, მე მგონია, კიდევ უფრო რეალურ სურათს დაინახავს ახალი ელჩი და ამ ეტაპზე გვაქვს იმედი, რომ საქართველოს დღის წესრიგში არ იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც სამწუხაროდ, იყო წინა ელჩის პირობებში. საქართველოს საზოგადოებამ მყარი პოზიცია დაიკავა – ჩვენ გვინდა აშშ-ს-თან, ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა, ევროკავშირთან ინტეგრაცია, მხოლოდ მშვიდობის პირობებში“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს