“ჩვენ გვაქვს თმენის ძალიან დიდი რესურსი, გამოცდილება… მოვითმენთ…” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება პროკურორს, არის აბსურდული შემოთავაზებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო აბსურდული ჩანაწერი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში შევიდა. სწორედ ამ აბსურდულ ჩანაწერს ეფუძნებოდა ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა და პირველი მოსმენით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტში. თუმცა იმდენად აბსურდულია ეს კანონპროექტი, რომ ჩვენ ვფიქრობთ ამ კანონის არ მიღებას. ეს არის ჩემი, როგორც კონსტიტუციონალისტის და როგორც პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია. მსოფლიოში არსად არ არის ის რეგულაცია, რომლის მიღებასაც გვთხოვენ და ის, რომ არ არის არსად ასეთი რეგულაცია, ამას აქვს კონკრეტული საფუძველი. მთავარი საფუძველი არის აბსურდულობა, ირაციონალურობა. კეთილი ინებოს ყველამ და წარმოადგინოს სამართლებრივი არგუმენტები. მე პირადად მქონდა არაერთი შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც დავასაბუთე არგუმენტებით, რომ ეს კანონპროექტი არის აბსურდული. ვერავითარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინე ამასთან დაკავშირებით. დაველოდები მომავალშიც კონტრარგუმენტებს. ჩვენ გვაქვს თმენის ძალიან დიდი რესურსი, გამოცდილება. მოვითმენთ, დაველოდებით, თუ წარმოადგენენ არგუმენტებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ გავიზიაროთ, მაგრამ დღემდე ვერც ერთი ასეთი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეს“

ასევე დაგაინტერესებთ