„ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“ – ირაკლი
ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის უსამართლო მიდგომა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისათვის ქვეყანა იქნება მზად 2030 წლისთვის.
„რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები. არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით მზაობის რეჟიმში. ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამისათვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის. თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას ვერაფერი დაუდგება წინ. ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში. პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. იმედია, რომ აქაც გადაიდგმება ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. “, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

თუ იჯარა დროზე ადრე შეწყდა და ადამიანს ამონაწერის გასუფთავება სურს, რადგან ახალი მოიჯარე დაარეგისტრიროს, ამისთვის საჯარო რეესტრი ზოგჯერ ისეთ სტანდარტებს ითხოვს, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია – უჩა ზაქაშვილი