ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები სპორტის მიმართულებით, დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები სპორტის მიმართულებით, დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას და განსაკუთრებით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ხელბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს სპორტის მიმართულებით.
„სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი, განსაკუთრებით ბავშვებში სპორტის მიმართ, სპორტში ჩართულობის მიმართ, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. გპირდებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღება იქნება ხელბურთის განვითარებისა და ჩვენი ეროვნული ნაკრების მიმართ“- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოძალადე “ჟურნალისტისთვის”, მზია ამაღლობელისთვის, კრიმინალი ნიკა გვარამიასთვის, უსინდისობისთვის პატიმრებისგან სამართლიანად ნაგინები ექს-ომბუდსმენი ნინო ლომჯარიასთვის “პრიზების” გადაცემა ადასდტურებს, თუ რა ჭაობშია “დიპ სთეითი”

თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია? კანონი ყველასთვის კანონია – არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს, დააშავებ-დაისჯები!

ევრო-ამერიკული სტანდარტი: სააკაშვილი – დემოკრატიის შუქურა, გვარამია – პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი, ამაღლობელი – მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი, შემდეგი ალბათ ბაჩო ახალაია იქნება, წამების პრევენციის ხელშეწყობისთვის