ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, ეს შედეგი მიღწევადია

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, ეს შედეგი მიღწევადია
ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
პრემიერის თმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება.
„ქართველ ხალხს ემუქრებიან იმის გამო, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მმართველ პარტიას. საუბარი აქვთ ქართველი ხალხის დასჯაზე მისი დემოკრატიული არჩევანის გამო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ფიქტიური საუბრებია. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაიდგმება, მათ შორის, იმის გამო, რომ ასეთმა ინსტრუმენტებმა მთლიანად დაკარგა ეფექტი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა, როგორც ქვეყანაზე ზეწოლის და ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მყარად დავიჭირეთ ჩვენი პოზიციები, დავიცავით ამ ქვეყნის ღირსება და ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი კიდევ ხანგრძლივად გამოყენებულიყო შანტაჟის ინსტრუმენტად, ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. მერე გადავიდნენ მოლაპარაკებების გახსნის თემაზე.
ეს ინსტრუმენტიც გაცვდა და აქედან გამომდინარე, მე მგონია პირიქით, რომ წელს ეს არ მოხდება, მაგრამ მომავალ წელს, ძალიან მაღალი ალბათობით, მით უმეტეს, რომ დიდი ალბათობით, მანამდე უკრაინაში ომიც დასრულდება, მოლაპარაკებებიც გაიხსნება და ასე გაგრძელდება პროცესები. სადაც ღირსებას აჩვენებ, იქ საბოლოო ჯამში, შედეგს მიიღებ საკუთარი ქვეყნისთვის, სადაც ღირსებას არ აჩვენებ, კი ვხედავთ, ზოგიერთი ქვეყანა რა მდგომარეობაშია დღეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ღირსებით გავაგრძელოთ სვლა წინ, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასეთ პირობებში, ყველა შედეგი მიღწევადია. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი არის მიღწევადი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ