„ჩვენ გვაინტერესებს ვინაა დამკვეთი“ — პუტინი მოსკოვში ტერაქტზე

რუსული სახელისუფლებო მედია მოსკოვში 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შემდეგ ს პირველ განცხადებას ავრცელებს:
„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული ჩადენილია რადიკალი ისლამისტების ხელით, იდეოლოგიით, რომელსაც თავად ისლამური სამყარო ებრძვის საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ გვაინტერესებს ვინაა დამკვეთი,“ — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ ახლა „ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სხვადასხვა არხებით ყველა დაარწმუნოს, რომ თითქოს ამაში უკრაინული კვალი არ არის და ამ დანაშაულის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო დგას“:
„საზარელი დანაშაული, რომელიც მოხდა 22 მარტს ს დედაქალაქში დაშინების აქტია. ჩნდება კითხვა — ვინ ნახულობს ამით სარგებელს? ეს სიმხეცე მხოლოდ მათი ჯაჭვის ნაწილი შეიძლება იყოს, ვინც 2014 წლიდან გვებრძვის ს ნაცისტური რეჟიმის ხელით“ — ამბობს პუტინი.
22 მარტს მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან თავდამსხმელები ფოიეში და საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს.
შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გაჩნდა, მოხდა რამდენიმე აფეთქებაც. საკონცერტო დარბაზი თითქმის მთლიანად დაიწვა.
ს საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა. ამჟამად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერაქტის შედეგად 137 ადამიანის სიკვდილი დადასტურდა.
რუსული მედიების, “Baza-ს” და “SHOT-ის არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 143 ადამიანი. მოსკოვის რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერაქტის შედეგად 180 ადამიანი დაშავდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 200 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში