ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა შვიდი ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს – ენტონი ბლინკენი

ჩვენ განვაგრძობთ ს გვერდით დგომას, რათა შვიდი ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში სთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბლინკენი განმარტავს, შეერთებული შტატები მუშაობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზის გასაძლიერებლად. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია და უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის.
მისივე თქმით, ამ მოსაზრებას იზიარებენ ყველგან, სადაც ის ჩადიოდა ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში. ბლინკენის განცხადებით, ლიდერებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება “მძიმე ჰუმანიტარული ვითარების და ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ”.
“ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვების, ძალიან მაღალია.
ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ომმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ტანჯვა მოიტანა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მიაღწიოს თავის ძალიან ლეგიტიმურ მიზნებს, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება. გვჯერა, ისრაელის მთავრობასაც სჯერა, რომ დიპლომატიური გზა არის საუკეთესო გზა უსაფრთხოების მისაღწევად და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ განვაგრძობთ,” – აცხადებს ბლინკენი.