“ჩვენ გავმიჯნავთ ერთმანეთისგან პრო-რუსულს და ეროვნულ-კონსერვატორულს” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, :
— ჩვენ გავმიჯნავთ ერთმანეთისგან პრო – რუსულს და ეროვნულ – კონსერვატორულს (ასევე მმართველი ელიტის მიერ შექმნილ ფსევდო კონსერვატორ – სატელიტებს )
— ეს იქნება დამანგრეველი დარტყმა , რომელსაც მივაყენებთ სოროსელ – ლიბერალებს და იმ სპეც-სამსახურებს, რომლებიც ინკუბატორის წიწილებივით ჩეკენ ფარისეველ – ეროვნულებს , რადგან სანამ მათ მიერ ( ხელოვნურად და ლიბერალური მედიის დახმარებით ) ეროვნული და პრო – რუსული აბსოლიტურად უსამართლოდ გაიგივებული იყო ერთმანეთთან , პოლიტიკური შულერი სოროსელები კომფორტულად გრძნობდნენ თავს , მუდმივად შეეძლოთ ცილისმწამებლურად , ყველა ეროვნული წამოწყება რუსეთთან დაეკავშირებინათ და ამითი გაემართლებინათ თავიანთი ანტი – ქართული , ანტი – ქრისტიანული საქმიანობა — მარტივი ჭეშმარიტებაა – ვერასოდეს ვერცერთი “ პრო “ ვერ და არ იქნება ე რ ო ვ ნ უ ლ ი . “ პრო “ თავისთავად ნიშნავს უცხო ქვეყნის მსახურებას , მიმბაძველობას , სხვა ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებას , ხოლო ე რ ო ვ ნ უ ლ ი უპირველესად გულისხმობს მხოლოდ ქართული – ეროვნული იდეის მსახურებას , ქართველი ერის ინტერესების დაცვას — პრო – რუსული , პრო – სოროსული , პრო – აღმოსავლური თუ პრო – სამხრეთული აბსოლიტურად სხვაა და ეროვნულ – კონსერვატორული სხვა . როგორც კი ამ აღრეული ცნებებს დავალაგებთ , სოროსულ – ლიბერალურიც თავისთავად დამარცხდება
— ძალიან მალე ეს ასეც იქნება