ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო სცენარი, რომელიც განხორციელდა ში, ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და საზოგადოების თანადგომით შევძელით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო სცენარი, რომელიც განხორციელდა ში, ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და საზოგადოების თანადგომით შევძელით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება
ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო ის სცენარი, რომელიც განხორციელდა უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და საზოგადოების თანადგომით ხელისუფლებამ შეძლო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება.
„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო ის სცენარი, რომელიც განხორციელდა უკრაინაში. ყველაფერი დაიწყო 2013 წელს მაიდნით, ამას მოჰყვა მაიდნის დასრულებისთანავე რამდენიმე დღეში პირველი ომი, მოგვიანებით ამას მოჰყვა მეორე ომი და დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა არის განადგურებული, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი არის ქვეყნიდან გასული ან ქვეყნის შიგნით არის დევნილად ქცეული. დაღუპულია ასი ათასობით უკრაინელი. ეს ყველაფერი მოუტანა სწორედ იმან უკრაინას, რომ სათანადო სიფრთხილე ვერ გამოიჩინა მაშინ საზოგადოებამ. ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და შესაბამისად, სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომით ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება და პირველ რიგში შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება, პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს