ჩვენ გაგვყიდეს რუსებზე 500 მილიარდად, რუსეთის გავლენის ზონად და ამასთან ეს 500 მილიარდი უნდა გადავიხადოთ ჩვენ და არა რუსეთმა. ეს არის, რაც ხდება

მე ვამბობ როგორც იყო – ჩვენ გაგვყიდეს რუსებზე 500 მილიარდად, ს გავლენის ზონად და ამასთან ეს 500 მილიარდი უნდა გადავიხადოთ ჩვენ და არა რუსეთმა. ეს არის, რაც ხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც დასავლეთმა დაინახა, რომ მის დახმარებას იპარავდნენ უკრაინის ჩინოვნიკები, ხოლო გენერლები სულ უფრო ცუდად იბრძოდნენ, მათ გადახედეს უკრაინის სტატუს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს. „ეს მოხდა რამდენიმე მიზეზით:
1 მიზეზი – ჩვენ ისე ვიქცეოდით, რომ სულ ვკარგავდით ჩვენს პარტნიორულ თვისებებს. ორი წლის წინ ჩვენ განგვიხილავდნენ როგორც აღმოსავლეთის ღამის გუშაგს, ისინი გაოცებული იყვნენ თუ როგორ ვუმკლავდებოდით რუსეთის შენაერთებს.
ისინი მიხვდნენ, რომ ვა რა ბიჭები არიან, ეს აღმოსავლეთის ღამის გუშაგია და ამიტომ ყველაფრით უნდა მოამარაგონ, იარაღით და ა.შ რომ შეაკავონ რუსეთი. მაგრამ როდესაც მათ ნახეს, რამდენს ვპარავდით საკუთარ ჯარისკაცებს, მათი სისხლის საფასურად, სახელმწიფო და ჩინოვნიკები რამდენს იპარავდნენ, მიხვდნენ, რომ დასავლეთის დახმარება იპარებოდა, დაწიეს ჩვენი სტატუსი და გადახედეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს, რომ ძალიან დიდი ამბიციებია და არავის არ უნდა შეცვლა, გაკვეთილის სწავლა, უფრო ცუდად და ცუდად იბრძვიან არა ჯარისკაცები, არამედ გენერლები. ჩვენი სტატუსის გრაფიკი სულ ქვემოთ და ქვემოთ იწევს. მათ დაწიეს ჩვენი სტატუსი, უფრო ზუსტად ჩვენ დავწიეთ, ნეიტრალურ ტერიტორიამდე ანუ რუხ ზონამდე“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ

ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო – შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა, როდემდე უნდა ეყაროსო