ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები
ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისნაირი ადამიანები ვერც მალავენ, რომ არიან უცხოელი აგენტები და მათ აინტერესებთ არა საქართველოს ინტერესები, არამედ უცხოელი სუბიექტების ინტერესები.
„მათ არ ადარდებთ არც ობიექტური ამერიკული ინტერესები, ეს არის „დიფ სთეითის“ ინტერესები, რასაც ემსახურება დღემდე , ისევე როგორც ემსახურებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. რაც შეეხება ირანთან, ჩინეთთან დაკავშირებულ განცხადებებს, ყველას ვურჩევ, რომ გაეცნონ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამ ქვეყნებთან მიმართებით – ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ახალი ადმინისტრაცია აპირებს ურთიერთობების დალაგებას ჩინეთთან, ირანთან და ამავე დროს ხაზარაძე ცდილობს, რომ ჩინეთისა და ირანის ფაქტორი გამოიყენოს საქართველოზე შეტევისთვის. ეს არის სრული აბსურდი, ეს ადამიანები არიან აბსურდში. რეალურად ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო