ჩვენ ახლა ვუყურებთ აშშ-ში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ – „მონროს დოქტრინიდან ტრამპის დოქტრინამდე“

„ჩვენ ახლა ვუყურებთ -ში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ – „მონროს დოქტრინიდან ტრამპის დოქტრინამდე“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები საერთოდ არ ფიქრობენ, რამხელა გეოპოლიტიკური გადათამაშებები მიდის და ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რა სცენარსაც დამკვეთები აწვდიან. „ამერიკის მეხუთე პრეზიდენტმა ჯეიმზ მონრომ გარკვეული შტატები შემოსაზღვრა და თქვა, რომ ამის იქით ამერიკის უკანა ეზოა და არცერთ ევროპელს არ აქვს უფლება, შემოვიდეს ამერიკაში და საკუთარი პოლიტიკა აწარმოოსო.
დონალდ ტრამპს კი გაეხსნა მადა და გეუბნება, რომ ეს კი არა, კანადაც, მექსიკაც, ყველა არხიც, ყველა გასასვლელიც და მთლიანად, გრენლანდიიდან დაშვებული ნახევარი ოკეანეც უნდა იყოს ამერიკის კონტროლის ქვეშო. ამ ფონზე, რადიკალები საერთოდ არ ფიქრობენ, რამხელა გეოპოლიტიკური გადათამაშებები მიდის – რატომ გრენლანდია, რა ხდება არქტიკაში, ს როლი და ა.შ.
ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რა სცენარსაც დამკვეთები აწვდიან და ამ სცენარის გადაკეთებასაც ვერ ახერხებენ – ჭადრაკს თამაშობდნენ კიევში, ჭადრაკი ითამაშეს აქაც, აქციებისას. ისიც ვერ მოიფიქრეს, ლოტო ეთამაშათ; ქორწილი იყო კიევში, ქორწილი იყო თბილისშიც და ა.შ.“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა

შე დეენემით ნაციონალო, ბიძინა ივანიშვილთან მიგაგზავნეს და გინდა დალაგება, რომ შენი პატრონები, “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები გადარჩნენ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში ილაპარაკებ კორუფციულ სქემებზე?