ჩვენ ახლა გავდივართ ყველაზე რთულ პერიოდს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდს გადავლახავთ, რადგან ჩვენ უკან გაკეთებული საქმეები დგას

ჩვენ ახლა გავდივართ ყველაზე რთულ პერიოდს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდს გადავლახავთ, რადგან ჩვენ უკან გაკეთებული საქმეები დგას
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერიას და მის სამსახურებს გაწეული საქმიანობისთვის.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, გაიზარდა დედაქალაქის ბიუჯეტი, ასევე ქვეყნის ბიუჯეტი და ამის ფონზე არ შეიძლება საუბარი ქვეყნის უკუსვლაზე.
„საუბრობდე კრიზისზე მაშინ, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა, საღ აზრსაა მოკლებული. ეს აწყობს მხოლოდ მტრებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მათ არ უნდათ, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს.“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის, თქმით, სუვერენიტეტის თემა არის და იქნება
ქვეყნის ქვაკუთხედი.
„ჩვენ ახლა გავდივართ ყველაზე რთულ პერიოდს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდს გადავლახავთ, რადგან ჩვენ უკან დგას გაკეთებული საქმეები, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას, დედაქალაქის განვითარებას. აქ ითქვა, თუ როგორი დიდი პროექტები იგეგმება არაბეთის გაერთიანებული საამიროების მხარდაჭერით. ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომელიც აპროტესტებს, შესაძლოა თვლის, რომ არაფერი არ
უნდა კეთდებოდეს, ვიდრე ის ადამიანები არ გაიმარჯვებენ იმ არჩევნებში, რომლებშიც სულ მარცხდებიან. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ღიად და გულწრფელად, რომ ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის ს დღე. მოემზადონ ამ არჩევნებისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კრახისა და დამარცხებისთვის არიან განწირულნი. ჩვენ ამას გავუძლებთ, არამარტო ჩვენ, არამედ უამრავი ასობით ათასი ადამიანი, რომელიც დგას ჩვენ ზურგს უკან. ჩვენი ამომრჩეველი და ის ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან მყარად დღეს, არ გამოხატავენ აგრესიას, არ არიან მოძალადეები, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ოპოზიციის მხარდამჭერებზე. ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ მტკიცედ დავდგეთ. ეს ყველაფერი გადაივლის და საქართველო ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა. “ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი