„ჩვენ -თან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“ – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გავუგზავნეთ დონალდ ტრამპს როგორც ღია, ისე დახურული წერილები და საერთო სულისკვეთება იყო ამ წერილებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ -თან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, გვსურს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ დახურულ წერილს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ასახული უნდა იყოს სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, როგორც აშშ-სთვის, ისე საქართველოსთვის.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება, განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა