„ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, ჩვენ ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები“ -კალაძე აშშ-ზე

თბილისის მერი ეხმაურება ამერიკის გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე და აცხადებს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს. მისივე ტრადიციული პროპაგანდით, „საქართველოს არასდროს და ვერასდროს იქნება ვინმეს კოლონია.” კალაძე ასევე აღნიშნავს, რომ -სთან ურთიერთობები „გადატვირთვას” საჭიროებს.
„მე არ მაქვს ამის პრობლემა, ამას პირდაპირ გეტყვით და ახლა სხვა, დანარჩენ შეკითხვას ვუპასუხებ. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის მომავალი. და საქართველოს არასდროს და ვერასდროს იქნება ვინმეს კოლონია.
ჩვენ ახლა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით მეგობრობას, პარტნიორობას, ჯანსაღ ურთიერთობებს. მაგრამ რაც ბოლოს ხდება, კონკრეტული ქმედებები, ეს არ არის არც პარტნიორობა, არც მეგობრობა და, ვფიქრობ, ამ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს დღეს, ჭირდება გადატვირთვა და საჭიროებს გადატვირთვას.
მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, აბსოლუტურად, გაუგებარია, ნუ, ჯერ ის სანქციების ნაწილი, რომელიც იქნა გაჟღერებული მიმოსვლასთან დაკავშირებით. რის გამო? რის გამო, რომ ქვეყანაში პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას. და როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ არც მეგობრები, არც პარტნიორები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის ხო და ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია. იმიტომ, რომ მოსახლეობას მიაჩნია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი. საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს დაწესებული, რის გამო? აი, ახსნას ვინმემ, ხომ? რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? დაჩაგრონ სახელმწიფო? როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ. კი ბატონო, გააკეთონ…ამით რა უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია?…[სანქციებს] გადავიტანთ როგორმე. მე იმედი მაქვს ჩვენ მაგ დონემდე არ მივალთ და მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა,” – აცხადებს კალაძე.