ჩვენ არ ვართ ომში ირანთან, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი

ჩვენ არ ვართ ომში ირანთან, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვენსმა უარი განაცხადა 100-პროცენტიანი დარწმუნებით დაედასტურებინა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა და თქვა, რომ, მისი აზრით, -მა „მნიშვნელოვნად შეაფერხა“ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების უნარი.
„შესაძლებლობების ვიწრო ფანჯარა გვქონდა. ჩვენ შეიძლება, არ გვქონოდა ამ შეტევის განხორციელების შესაძლებლობა ექვსი თვის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ვიწრო ფანჯარა, რომელშიც შეგვიძლია, ეს პროგრამა ძალიან დიდი ხნით უკან დავწიოთ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, არ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვენდობით ჩვენს სადაზვერვო სამსახურს, მაგრამ ასევე ვენდობით ჩვენს ინსტინქტებსაც. ირანელებმა თავად შეწყვიტეს მოლაპარაკებები, ეს იყო ნამდვილი კატალიზატორი“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია