ჩვენ არ გვჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები – ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი
დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი, სოციალურ ქსელში “რადიო თავისუფლებასა” და “ამერიკის ხმაზე” განცხადებას ავრცელებს.
რიჩარდ გრენელი ამ მედიასაშუალებებს “წარსულის გადმონაშთად” მოიხსენიებს.
“რადიო თავისუფლება” და “ამერიკის ხმა”, მედიასაშუალებებია, რომლებიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდება. ეს წარსულის გადმონაშთია. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები,” – წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი რიჩარდ გრენელი.
