“ჩვენ არ გვსურს ვიყოთ დანიელები და ამერიკელები” – გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი

“გრენლანდია ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და მას არ სურს იყოს არც ამერიკული და არც დანიური”. ამის შესახებ განაცხადა კუნძულის პრემიერ-მინისტრმა მიუტე ეგედემ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
„ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, – თქვა ეგედემ, როდესაც კომენტარს აკეთებდა -ის არჩეული პრეზიდენტის, ს განცხადებაზე, გრენლანდიაზე შესაძლო კონტროლის დაწესების თაობაზე.
ეგედემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი ღია არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ გრენლანდიის ბედს ადგილობრივები გადაწყვეტენ.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, გრენლანდიის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ ლეგიტიმური და გასაგები უწოდა, მაგრამ აშშ-ს ინტერესი დადებითად შეაფასა. ამასთანავე დანიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ისურვებდა გრენლანდია შეენარჩუნებინა სამეფოს შემადგენლობაში.
ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ მზად არის ითანამშრომლოს აშშ-სთან რესურსების განვითარებისთვის.
ჩინეთის მცდელობა, რომ ინვესტიცია განეხორციელებინა გრენლანდიის ინსტრასტრუქტურის განვითარებაში, აშშ-მ და დანიამ დაბლოკეს.
გრენლანდიას, რომელიც ფლობს ავტონომიას ყველა საკითხში, გარდა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში, დიდი ხანია სურს დამოუკიდებლობა, მაგრამ ექმნება ეკონომიკური პრობლემები. კუნძული თამაშობს საკვანძო როლს არქტიკაში მისი რესურსების, აშშ-ს სამხედრო ბაზისა და საზღვაო გზების წყალობით, აღნიშნავს Financial Times.