ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ამერიკა… – ტრამპს გრენლანდიიდან უპასუხეს

ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ამერიკა – ასე უპასუხეს დონლად ტრაპს გრენლანდიიდან.
ხუთი პოლიტიკური პარტიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი უარყოფენ კუნძულზე ამერიკის შესაძლო კონტროლის შესახებ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს სურვილს, რომ აშშ-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა დასრულდეს. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ამერიკელები, არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები. ჩვენი ქვეყნის მომავალი თავად უნდა გადავწყვიტოთ, ზეწოლის ან სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშე“, – ნათქვამია პარტიების ლიდერების განცხადებაში, რომელიც გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.
იქამდე ტრამპმა თქვა, რომ შერთებული შტატებისთვის, გრენლანდიის იჯარით აღება საკმარისი არ იქნება. ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს რომ ქვეყნისს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ამ ტერიტორიის ფლობაა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია