ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია

ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფრანგი კოლეგების განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ ეხმიანება და აცხადებს, რომ ერთი და იმავე კონტექსტის შეფასება არ შეიძლება საქართველოში სხვა იყოს და დასავლეთში სხვა.
როგორც მედიასთან საუბარში დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ფრანგი სამართალდამცავების მხრიდან აქციებზე ძალის გამოყენების არაერთი ფაქტი უნახავს საზოგადოებას, მათ შორის „ყვითელი ჟილეტების“ აქციის.
„ჩვენ ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, ამის შემდეგ კიდევ ბევრი აქცია, როცა ახალგაზრდებს, სწორედაც რომ ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია. ერთი და იმავე კონტექსტის შეფასება არ შეიძლება საქართველოში სხვა იყოს და დასავლეთში სხვა. თუმცა არ მიკვირს, რადგან ამ პროცესების უმთავრეს საკითხთან დაკავშირებითაც ვიხილეთ ორმაგი სტანდარტი, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში, დასავლურია და იგივე კანონი საქართველოში არის რუსული,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Next: მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500 კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის – საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ