პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ქარტიის“ სახელით ევროპაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდა.
„კომპიუტერული თამაში სახელწოდებით „ვირტუალური საქართველო“ – მათთვის გრძელდება.“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ „ქართული ქარტია“, რომელიც კონსტიტუციას უპირისპირდება, ახალ ეტაპზე გადავიდა და ახლა საბოლოო ეტაპი 26 ოქტომბერს იქნება.
მისი თქმით, საქართველო ამ “კომპიუტერულ თამაშს“ 26 ოქტომბერს დაასრულებს.
„ყველა პასუხისმგებელ პირს შევხვდი ევროპაშიო – ყველასო. ან ფსიქიატრიული გართულების ახალ სახეობასთან გვაქვს საქმე, რომელსაც “განდიდების მანია” ჰქვია, ან ევროპას, იმ 3-4 “პასუხისმგებელ” პირზე მეტი, რომელსაც ის რეალურად შეხვდა – აღარ შემორჩა.
კომპიუტერული თამაში სახელწოდებით “ვირტუალური საქართველო” – მათთვის გრძელდება. დღეს უკვე მორიგ “ლეველზე” არიან – “ქარტია” კონსტიტუციის წინააღმდეგ. დღეს უკვე მორიგ “ლეველზე” არიან – “ქარტია” კონსტიტუციის წინააღმდეგ. ფინალური “ლეველი” 26 ოქტომბერსაა. თუ ამ კომპიუტერულ თამაშში “ქარტია” დაამარცხებს კონსტიტუციას – “ვირტუალურ საქართველოს” სასწრაფო ტემპით დააბრუნებენ უკრაინისა და მოლდოვას დონეზე – ანუ იმ “მოლაპარაკების კარებთან”, რომელთანაც ასეთი ბედნიერია უკრაინელი და მოლდოველი ხალხი.
ჩვენ კი, რეალური საქართველო, რომელიც შორსაა ფსიქიატრიული რეციდივებისაგან და ქვეყანას “დაბოლილი აიტიშნიკების” მიერ სათამაშო ვირტუალურ მოედნად არ განვიხილავთ – ამ სიგიჟეს საკუთარი “game over”-ით ვუპასუხებთ, როდესაც კონსტიტუცია აუცილებლად გაანადგურებს „ქარტიას“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.