“ჩვენ ამ სესხებს უნდა მოვემსახუროთ…” – მინისტრის უცნაური განცხადება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად ამტკიცებს, რომ საფრანგეთიდან პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს.
მინისტრი ამბობს მართალია, როცა ამბობს, რომ პირდაპირ დახმარებას ვიღებთ საფრანგეთიდან, მაგრამ ამბობს, რომ საკრედიტო დახმარებებს ვიღებთ საფრანგეთიდან და მადლიერნი უნდა ვიყოთ, მინისტრი ამბობს, რომ “ამ სესხებს უნდა მოვემსახუროთ”, თუმცა, არ ამბობს, საკრედიტო სესხები თუ შეწყდება საფრანგეთიდან, როგორ უნდა მოემსახუროს შეწყვეტილ საკრედიტო დახმარებას.
მოდით განვმარტოთ, აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი შალვას განცხადება იყო ასევე მართალი, როდესაც საუბარი იყო, რომ ჩვენ პირდაპირ ტრანსფერებს, დახმარებებს ამ შემთხვევაში არ ვიღებთ, ანუ საჩუქრის სახით. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ ის თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან. მათ შორის, რა თქმა უნდა, ღირებულია ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა საფრანგეთთან და ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერები, როდესაც საუბარია დახმარებებზე, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია საკრედიტო დახმარებებზე, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი, აქ არის ნაციონალური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ეს, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ სექტორს, მათ შორის ენერგეტიკას ეხმარება, მაგრამ, ჩენ გვესმის, რომ ამის უკან ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობები გვაქვს და ჩვენ ამ სესხებს უნდა მოვემსახუროთ”, – განაცხადა დავითაშვილმა.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთიც აჩერებს. მისი თქმით, მათი მხარდაჭერა გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით.
· პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელჩის საპასუხოდ ირწმუნებოდა, რომ განცხადება საფრანგეთიდან საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარების დროებით შეჩერების შესახებ “სიმართლეს არ შეესაბამება”.
პაპუაშვილი მედიას უმტკიცებდა, რომ საქართველოში საფრანგეთიდან პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება “არ არსებობს” და ელჩის განცხადებას “გაუგებარია”.