ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს – უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერა არის უპრეცედენტო – მამუკა მდინარაძე

თეორიულად, არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად, ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმასაც კი ვისმენთ, ორბანთან ჩავიდნენ არგენტინაში და ჩვენ რას ვაკეთებთ. ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება, ჩვენ დავდივართ უნგრეთში მხარდაჭერისთვის. არათუ შეფერხება, არამედ განსაკუთრებული, ლობიზმის დონეზე აყვანილი მხარდაჭერა გვაქვს ორბანის და უნგრეთის მხრიდან. თეორიულად არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად, ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს. უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერა არის უპრეცედენტო, ამიტომ მათ რაიმე საკითხი საქართველოზე დააკავშირონ მათ შიდა საქმეებთან, გამორიცხულია. იმიტომ, რომ ორბანთან შეიძლება ვერ შეთანხმდნენ და საქართველოზე შეიძლება იძიონ შური – ასეთი თეორიული ლოგიკაც ხმოვანდება ხოლმე, თუმცა, ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს, დარწმუნებულები ვართ, რომ ის უსამართლობა, რომელიც საქართველოს მიმართ 1 წლის წინ განხორციელდა, ახლა აღმოიფხვრება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი