ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის

ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ -თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და რადგან პასუხი არ მიუღია, ღია წერილის გავრცელება გადაწდა.
„ჩემგან გავრცელდა ეს ღია წერილი და რა თქმა უნდა, ეს გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მე გარდა წერილებისა, საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, რომ აბსოლუტურად ღია ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, თან გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხს აყოვნებენ.
ამიტომ გადავწყვიტეთ ღი წერილის გავრცელება. ღია წერილში დეტალურად არის გაშლილი ჩვენი არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით და გამოხატულია ჩვენი გაკვირვება იმის შესახეb, რომ აქამდე ისმის დუმილი რეალურად იმ ფონზე, როდესაც ჩანს აშკარა ღირებულებითი თანხვედრა, ანუ გაცხადებული რაც არის, გვაქვს სრული ღირებულებითი თანხვედრა, მიდგომებთან დაკავშირებით არის სრული თანხვედრა. გავიხსენეთ კონკრეტული მაგალითებიც, მაგალითად რუმინეთის მაგალითი. ტრამპის ადმინისტრაციამ დაგმო ის, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით გაკეთდა რუმინეთში. კაცმა მოიგო ს პირველი ტური და საერთოდ გააუქმეს არჩევნები. არ ვიცი, ასეთი რამ სადმე თუ მომხდარა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია დასავლეთი. ასეთ რაღაცაზეც კი წავიდნენ, უხეშად ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით და მანამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერით“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი