ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს…” – დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს – საზოგადოებას ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ხალხმა “სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ” მიმართულ “მართალ ბრძოლაში” ერთად უნდა გაიმარჯვოს.
აღდგომა არის კეთილის , მართალის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ. ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” 🙏 და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! ქრისტე აღდგა!”. – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?