ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის
ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში, აქაც უნდა გვიჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მისთვის ღირებული და პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც მოთხოვნილი იყო სანქციების დაწესება.
„ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება, რომ ევროკავშირის ბიუროკრატების, პოლიტიკოსების მიზანია, ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად, ჰქონდეს მუდმივი წინსვლა კეთილდღეობის თვალსაზრისით, ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობა და ქვეყანამ ღირსებით იაროს ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე