“ჩვენს ქვეყნებს შორის არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია” | ერდოღანი საბერძნეთში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საბერძნეთში ჩავიდა და პრემიერმინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. შეხვედრა ათენში გაიმართა.
როგორც ერდოღანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის არ არსებობს ისეთი დიდი პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია.
“ბუნებრივია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს პრობლემები, ეს კიდევ უფრო მოსალოდნელია ძმებს შორის. ჩვენს ქვეყნებს შორის არ არსებობს ისეთი დიდი პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია, ჩვენ გვამოძრავებს იმედი და ვფოკუსირდებით უფრო დიდ სურათზე”, – თქვა ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე “მეგობრობისა” და “კარგი მეზობლობის” დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციას იურიდიული ძალა არ აქვს და მას ხელი მხოლოდ ორი ურთიერთობების გაუმჯობესებას აღსანიშნავად მოეწერა.