“ჩვენს ქვეყანაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია” – რას წერს გიორგი ქვილითაია?

საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” ფორვარდი გიორგი ქვილითაია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
“ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი. დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა, სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას. და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს”, – წერს გიორგი ქვილითაია.