ჩვენს პორტალზე 36 500 კომპანიაა რეგისტრირებული, რომელიც კადრებს ეძებს – HR.GE

ამჟამად, ჩვენს პორტალზე 36 500 კომპანიაა რეგისტრირებული, რომელიც კადრებს ეძებს, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ დასაქმების პორტალ hr.ge-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა.მისი თქმით, ამ კომპანიებიდან ყველა არ აქტიურობს.„ცხადია, ეს 36 500 კომპანია მუდმივად აქტიური არ არის, მეტიც –  იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც თვიდან თვემდე ახალ ვაკანსიებს აცხადებენ, მხოლოდ 4-5 ათასია. პორტალს ყოველდღიურად, როგორც პოტენციური დამსაქმებელი, 10-მდე ახალი კომპანია ემატება და მათ შორის, საკმაოდ მაღალია უცხოური კომპანიების წილი“, – განმარტა დასაქმების პორტალ hr.ge-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა.მან შრომის ბაზარზე არსებულ უახლეს ტენდენციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო 3 თვეში ვაკანსიებში ზრდის დინამიკა შეინიშნება.„ყველაზე მეტად აქტიურობის გაყიდვების სფერო და ჰორეკა სექტორი. უნდა ითქვას, რომ ჰორეკა სექტორის აქტიურობას სეზონურობაც განაპირობებს – ზაფხულია და შესაბამისად, ამ პერიოდში, სტუმარმასპინძლობის დარგი განსაკუთრებით აქტიურდება. გახსოვთ, ალბათ, რომ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის გამო, ჰორეკა სექტორმა მარტის თვეში, ვაკანსიების გამოცხადებისგან თავი შეიკავა, ტურისტული ნაკადების შემცირების შიშით. აპრილიდან ეს მიდგომა შეიცვალა და ჩვენს პორტალზე, აპრილში ჰორეკა სექტორში ვაკანსიების რაოდენობა მარტთან შედარებით 17%-ით გაიზარდა, მაისში კი – აპრილთან შედარებით 23%-იანი მატება დაფიქსირდა“, – განმარტა  hr.ge-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა.მისივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, აქტიურია საფინანსო და სამშენებლო სექტორიც.წყარო: ბიზნესპარტნიორი