“ჩვენს პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება” – რას წერს რობერტ სტურუა

ჟი­სო­რი, რო­ბერტ სტუ­რუა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენ პა­ტა­რა, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მთე­ლი სიძ­ლი­ე­რით გა­მეფ­და სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბა – რე­სენ­ტი­მენ­ტი (Ressentiment – ინგლ. “წყე­ნას” ნიშ­ნავს).და თუ სა­უ­ბე­დუ­როდ ეს გრძნო­ბა გიღ­ვი­ვის ნა­წყენ გულ­ში, იცო­დე, ეს “რე­სენ­ტი­მენ­ტი” ისე დაგ­ბოღ­მავს და გა­გამ­წა­რებს, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ბო­რო­ტი და ავი ცხო­ვე­ლის თვი­სე­ბე­ბის ყურ­მოჭ­რილ მო­ნად იქ­ცე­ვი!
ფრიდ­რიხ ნიც­შემ, ვინც ეს ტერ­მი­ნი შე­მო­ი­ღო, ამ და­ა­ვა­დე­ბას “მო­ნე­ბის მო­რა­ლი” უწო­და!

“დამ­ცი­რე­ბუ­ლი და შე­უმ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი უბე­დუ­რე­ბის მი­ზეზს გარე სამ­ყა­რო­ში ეძებს! და გამ­წა­რე­ბუ­ლი სხვას აბ­რა­ლებს!”

ამა ქვეყ­ნის კა­ნო­ნე­ბი უსა­მარ­თლოდ მი­აჩ­ნია – მხო­ლოდ მის­მა სიმ­წრის­გან გა­ღა­რი­ბე­ბულ­მა გო­ნე­ბამ იცის, თუ რა კა­ნო­ნე­ბია სა­მარ­თლი­ა­ნი – და ბრძო­ლის შე­დე­გად თა­ვად შეც­ვლის ამ დამ­ყა­ყე­ბულ სი­ნამ­დვი­ლეს!

გა­გე­ცი­ნე­ბა, როცა მიხ­ვდე­ბი, რომ სწო­რედ ნი­ჭის სი­ღა­რი­ბის გამო უფალს, ბე­დის­წე­რას აბ­რა­ლებს თა­ვის უბე­დუ­რე­ბას და თავ­და­ვი­წყე­ბით ებ­რძვის მათ! დღეს კი მშობ­ლე­ბი შე­ი­ძუ­ლა, რათა მათ ჭიან გე­ნე­ტი­კის მსხვერ­პლად თვლის სა­კუ­თარ თა­ვის სუ­ლი­ერ სი­ღა­რი­ბეს!

და არ არის გა­საკ­ვი­რი, ყვე­ლა რომ სძულს! და სწო­რედ ამი­ტომ – მთელ სამ­ყა­როს მთე­ლი თა­ვი­სი ვე­ლუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბით ებ­რძვის და ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს და სპობს კი­დე­ვაც!

რა­ტომ??? რა­ტომ? რა­ტომ აბ­რა­ლებს “უნი­ჭო მონა” თა­ვის უფე­რულ ცხოვ­რე­ბას სხვებს! ჩვენ რა და­ვუ­შა­ვეთ? მაგ­რამ “ბო­რო­ტე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი ტვი­ნი” გულ­მოდ­გი­ნედ კარ­ნა­ხობს – “მხო­ლოდ შუ­რის­ძი­ე­ბით და­იბ­რუ­ნებ იმას, რაც წა­გარ­თვე­სო”…ის, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, არა­სო­დეს ჰქო­ნია!

და რა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რას­დროს იხი­ლავს!” – წერს რო­ბერტ სტუ­რუა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება