ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არაფერს არ გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც „ქართული ოცნება“ დადის
არჩევნების შემდეგ კარგად გახსოვთ ოპოზიციის ისტერია თითქოს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილს გამოეხმაურა.
მან კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომელიც ოპოზიციამ დაუშვა და რომლითაც მის ამომრჩეველს იმედი გაუწბილა.
„მივყვეთ ქრონოლოგიურად გავიმარჯვეთ არჩევნებში, მილიონ ასოცი ათასი ამომრჩევლის დახმარებით, ამომრჩევლების, რომლებმაც გაიაზრეს, რომ სხვა რაღაც იდგა ამ არჩევნების სასწორზე. ეს იყო ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები. რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ხმა უნდა მიეცა მშვიდობისთვის, ხმა უნდა მიეცათ ტრადიციებისთვის, ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი იდენტობისთვის და ხმა უნდა მიეცათ ისეთი პარტიისთვის ვისი გადაწყვეტილებებიც მიიღება საქართველოშივე და არ ვეკითხებით უცხოელებს როგორ მოვიქცეთ და როგორ გავატაროთ ჩვენი პოლიტიკური კურსი. ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არაფერს არ გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც „ქართული ოცნება“ დადის.
არჩევნების შემდეგ კარგად გახსოვთ ოპოზიციის ისტერია თითქოს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს იყო პირველი, რითაც მათ იმედები გაუწბილეს თავიანთ ამომრჩეველს. ვინაიდან ატყუებდნენ თვეების განმავლობაში სამასი ათას მოპარულ ხმაზე, ასიათას პირადობა დაკარგულ ადამიანზე. სხვათა შორის სახალხო დამცველმაც გააკეთა კარგი კომენტარი, რომ 100 ათასი ადამიანი თუ დარჩა პირადობის გარეშე, ფიზიკურად ერთმა როგორ არ მომმართა მეო. აბსურდზე იყო საუბარი, იქ ჩარევები რუსეთიდან, კოსმოსიდან და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა, სადაც აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ მოხვედრილა და ანგარიშში ეწერა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა სუბიექტს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა თავის საარჩევნო კამპანია და ეუთო/ოდირმა გამოთქვა სურვილი არჩეულ ხელისუფლებასთან. ამით არის წერტილიც და ძახილის ნიშანიც დასმული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი იყო გამორჩეული უპრეცედენტო გარე ჩარევებით, ამასთან ოპოზიციისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული დონორების საშუალებით და მათ შეძლეს 61 მანდატის მოპოვება. თუმცა მაჭავარიანის განცხადებით, მათ გაუწბილეს იმედები მათივე მხარდამჭერებს.
„61 მანდატი ცოტა არ არის, შეიძლება ითქვას, რომ მათ რაღაც შედეგს მიაღწიეს და მათი ამომრჩეველი ელოდებოდა ოპოზიციის მუშაობას პარლამენტიდან. სხვა პლატფორმა ეძლეოდათ ვიდრე ქუჩიდან რაღაცების ძახილი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მან მიმართა იმ ამომრჩეველს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ უჭერს მხარს, თუმცა არც „ნაცმოძრაობა“ მოსწონს.
„ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემი ხმა მივაწვდინო ისეთ ამომრჩეველს, ვინც ჩვენ ხმას არ გვიჭერს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობაც“ მსუბუქად, რომ ვთქვათ არ უყვარს მაგრამ რაღაცნაირად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგში ჯდებიან მათ და უნებურად. როდესაც ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, მითუმეტეს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ატყობენ, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას. გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან, ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაგისი გარანტი ვართ და ვერავინ მაგაზე ვერაფერს საწინააღმდეგოს ვერ გვეტყვის. ეკონომიკურად ვვითარდებით, ეს ჩვენი ციფრები არ არის, ეს არის მსოფლიო ბანკის ციფრები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ციფრები, რითაც გვიწინასწარმეტყველეს, რომ 2030 წლის ჩათვლით ასეთი ტემპით უნდა გავიზარდოთ და შესაბამისად ძალიან დიდი ალბათობით ხუთ წელიწადში ჩვენ გადავალთ მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რანგში. აი, ასე ვითარდებით ჩვენ და მეორე მხარეს არის ერთად შეკრებილი ნინო ლომჯარია, კაპიტანი გიგაური, ბაია პატარაია ანა სუბელიანი, რომლებიც სხვათა შორის გამოირჩევიან ეს ადამიანები, ამათი „ბაბლი“ პატრიარქის შეურაცხყოფით და შემდეგ უკვე გვევლინებიან აღდგომას სანთლებით ხელში, თითქოს გალობენ და ასე შემდეგ. მათთან ერთად დგას მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“, კოლექტიურს ჩვენ კი ვეძახით მაგრამ ვთქვათ, რომ ეს ამომრჩეველი ვისზეც ახლა მე აქცენტი მაქვს ვერ ხვდება, რომ ის კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ მაგრამ ხომ ხედავს ეს პიროვნებები, უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ თითქოს, რაღაცა ახალი თავისი გვარამიათი და ა.შ. რომელიც თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობაა“, მამუკა ხაზარაძე, ბატონი ჯაფარიძე, ბატონი გახარია აბსოლუტურად ყველანი ესენი დგანან საპირისპირო მხარეს და როგორ შეიძლება, რომ იქითა მხარე იყოს მართალი ახლა მე ვინც ჩამოვთვალე იმ პიროვნებებიდან გამომდინარე “, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
