„ჩვენს ისტორიაში პირველად გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს“ – სერბეთის პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული სერბ კოლეგას, ალექსანდარ ვუჩიჩს, შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო საქართველოს პრეზიდენტი და მინდა ვთქვა, რომ როგორც სერბეთის მოქალაქე და პრეზიდენტი, ვგრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას იმიტომ, რომ ჩვენს ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს“, – თქვა ალექსანდარ ვუჩიჩმა.
მისი თქმით, მალე დაიწყება განხილვები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და თბილისში გაიხსნება სერბეთის საელჩო, რომელიც იქნება ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა:
„ჩვენ სერბეთის მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს“.
მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა „ქართველებისთვის ძვირფას ქვეყანაში“ მიწვევის გამო.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბელგრადში, სერბეთში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ, ბატონო ალექსანდარ… ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები, რომელზეც ისაუბრეთ, კიდევ უფრო მეტად მჭიდრო უნდა გავხადოთ“, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს „საგანმანათლებლო სისტემაში ურთიერთობაზე“, სავაჭრო საკითხებზე. ყაველაშვილმა ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ევროკავშირზეც:
„ეს ჩვენმა საზოგადოებამაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ არსებული ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანასთან აქვს, არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, სერბეთისთვის“.
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში გუშინ, 17 დეკემბერს, საღამოს ჩავიდა. დელეგაციაში არიან „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სადავო პარლამენტის დეპუტატები ირაკლი მეზურნიშვილი, , გურამ მაჭარაშვილი, ასევე საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი