ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს

ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს
ჩვენ ვიცით, რომ პოზიციები უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვნებათაღელვა თითქოს, პრემიერის განცხადებას მოჰყვა. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მას სურს მიმართოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც „აქციაზე დადის, და აუხსნას, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პროცესია და შესაძლოა, ის ამას ვერ გრძნობს“.
„განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, შესაძლოა, ვინმესთვის გაუგებარი ყოფილიყო, მაგრამ მან კარგად ახსნა იმავე დღეს და შემდეგაც მკაფიოდ განუმარტა საზოგადოებას, თუ რას გულისხმობდა და შეგვიძლია, ჩვენ დავუბრუნდეთ ამ თემას, რასთან გვქონდა საქმე.
ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მკაფიოდ გამოკვეთილი, გრძელვადიანი პროცესი გვაქვს დაგეგმილი. ამას მუდმივად ვაღიარებთ და ვაცნობთ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან არა ერთი შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, დამამცირებელი დამოკიდებულება იყო. თითქოს, ხომ უნდა ვიყოთ ჩვენ თანასწორები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ურთიერთპატივისცემაზე, გამჭვირვალობაზე დაყრდნობილ ურთიერთობას, რასაც თითქოს, ზედაპირულად ისინი აღიარებენ, თუმცა ქმედებებში ვხედავთ ამ ორმაგ სტანდარტს, რასაც მუდმივად აღიარებდა ჩვენი ხელისუფლებაც და ადამიანები, ვინც ხედავდნენ ამ პროცესს.
რა არის ჩვენი დამოკიდებულება? – ჩვენ ღია ვართ ამ პროცესების მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს სახელმწიფოს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც არა თქვენდა საზიანოდ, არამედ ეს ჩვენი ორგანული განცდაა, ჩვენ არ ვამბობთ უარს.
მკაფიოდ განაცხადა პრემიერმა, რომ დღესვე მზად ვართ, გახსენით მოლაპარაკება, ვაწერ ხელს და შევდივარ პროცესში. ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისეა. პირიქით, ჩვენ განწყობილი ვართ, რომ მათი შეხედულებები უნდა შეიცვალოს. თორემ, იმის საპირწონედ, რასაც ისინი ჩვენ მიმართ ჩადიან, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ.
ჩვენ ვიცით, რომ ეს პოზიციები უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ჩვენს საზოგადოებას არაფერს ვუმალავთ, პირდაპირ ვეუბნებით, რა მიმართულებას ვუბრუნდებით ევროკავშირთან მიმართებაში. განცხადებაში ეს იყო ნათქვამი, რომ ჩვენ ამ საკითხით არ ვივაჭრებთ. ეს არ შედის ჩვენს ინტერესში და წესით, არც მათ ინტერესში არ უნდა შედიოდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში