ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე „დახვეწილი” და ქართველობასთან „გალაქტიკურად” შორს მყოფი სიმახინჯეების სურათები

რადიკალების მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მათ ამორალურს უწოდებს. როგორც ექსპერტი წერს, რადიკალები ქართველების მენტალურ გენოციდს ახორციელებენ, ვინაიდან ის რასაც ისინი სჩადიან, შორსაა ქართველობასთან.
დავით ქართველიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ვითარების გამოსწორების ოპტიმისტური სცენარი არ აქვს. „რიტუალური შარდვის” პერფორმანსები (ჩვენს საფლავებზე, პარლამენტის ფოტოზე, წმინდანების ძეგლებზე) ჩაანაცვლა „რიტუალური ფურთხის” შიგ-ევროპულმა ტრადიციებმა. ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე „დახვეწილი” და ქართველობასთან „გალაქტიკურად” შორს მყოფი სიმახინჯეების სურათები.
აღარაფერს ვამბობ მოხუცებული პატრიარქის ფიზიკური მოსპობის დაუოკებელ სურვილზე, ვუდუ-როკვაზე, მაცხოვრის გამოსახულებით სასახლის დაწვაზე, ჯადოს რიტუალებზე და ა.შ. არაფერს ვამბობ უბინძურესი ლექსიკით შექმნილ „შედევრებზე”, რომლებმაც ამ “პიროვნებების” ჰიტ-პარადებში წამყვან ადგილებს იკავებენ. ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის ერის გენეტიკური ჯაჭვის გარღვევა, რომლის დამპალი და ჩაჟანგებული რგოლების აღდგენას ათეული წლები დაჭირდება. მაოცებს ჩემს მიერ აქამდე უაღრესად პატივსაცემი ადამიანების მხრიდან ამ ბაკქანალიის არა იმდენად ღია მოწონება, რომელსაც შეიძლება ადგილი არც კი ჰქონოდა, არამედ მათი დუმილი და ამით ამ სიმახინჯის წახალისება.
ცუნამიმ, ტორნადომ, ქარიშხალმა, ხანძარმა, გამყინვარებამ, გვალვამ, უკანასკნელ 4 წელიწადში გადაუარეს ამერიკას, უამრავი მსხვერპლი და ნახევარ ტრილიონის ზარალი მიაყენეს ქვეყანას. მაგრამ! ეს ჩვენი მენტალური ზარალი რომელ თანხაში გავატარო? რომელ კატასტროფას შევადარო? აქტიური შემსრულებელი შეიძლება ასობით შემოიფარგლებოდეს, მაგრამ მათი ღია თუ ფარული წამხალისებელი გულშემატკივარი – ასობით ათასობითაა. მე მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ვითარების გამოსწორების არანაირი ოპტიმისტური სცენარი არ გამაჩნია…“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში