მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ-მ მადრიდის “რეალი” 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში უსმან დემბელე შეაქო.
“ჩემი აზრით, დემბელე გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, თანაც დიდი უპირატესობით, უსმანი ყველა ჯილდოს მოგებას იმსახურებს, რადგან გუნდისთვის აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს დემბელესთვის ამ ტურნირზე პირველი მატჩი იყო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ის ჩვენი საუკეთესო მოთამაშეა. უსმანი უნიკალურია და ცვლის მატჩის მიმდინარეობას, ქმნის განსხვავებას. მისი თამაშის ყურება ყველასთვის სასიამოვნოა“, – თქვა ენრიკემ.
შეგახსენებთ, პსჟ ტურნირის ფინალში “ჩელსის” დაუპირისპირდება, მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
“მისი მსგავსი არაფერი მინახავს” – კროოსის განცხადება, რომელმაც “რეალის” ფანები გაანაწყენა
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი…
“ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ…” – რა თქვა ლუის ენრიკემ
ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ
