ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერაფერი იქონიებს – ხორგუანი არჩევნებში მონაწილეობაზე

პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, სოფო ხორგუანის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ და ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერაფერი იქონიებს.
ამის შესახებ სოფო ხორგუანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ „არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელოდება. გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს“.
გარდა ამისა, გუშინ, 9 ივლისს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არ ჩატარდება. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, ეს არის დიდი მითი.
სოფო ხორგუანის თქმით, ს განცხადებას მოცემულობად იღებენ.
„ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მასზე გავლენას ვერ იქონიებს ვერაფერი, თუნდაც ის, რასაც ჩვენი კოლეგები ამაზე ფიქრობენ. ჩვენს პარტიას მიღებული აქვს გააზრებული გადაწყვეტილება, ნაფიქრი. რა თქმა უნდა, ვიცით რისკები, როცა ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში არჩევნებში შედიხარ. ჩვენ ეს რისკები ფიზიკურად გვაქვს საკუთარ თავზე გადატანილი, წინა არჩევნებზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს.
რაც შეეხება ბოიკოტს, ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ ბოიკოტისტები საკუთარ ამომრჩეველს ეტყოდნენ, მიდით არჩევნებზე და ყველა გადახაზეთო, ანუ გააფუჭეთ თქვენი ბიულეტენი“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა „ტვ პირველთან“.
კიდევ ერთი პარტია „ლელო“, რომელსაც ასევე გაცხადებული აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, ხომ არ შეიცვალა მათი პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებისა და სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?