ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი:
შეწუხდნენ, დეპრესიაში არიან და თავი რა ქვას დაახალონ არ იციან – სახლში მეუღლე ეუბნება, რომ იქ ვიღაცამ რაღაც დაწერა, მეზობელმა რაღაც უთხრა, სანათესავოში ვიღაც მოემდურა. იქეთ შვილები ეუბნებიან, რომ სკოლაში ასე და ასე თქვეს, ოჯახის წევრები ცალკე წერენ, ურეკავენ, რომ მათ გარშემოც ყველა გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ სამშობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ…
კაფეში ვერ დაჯდა თავის ჭკუაზე და სულ რომ სიმშვიდე იყოს, ყველგან ელანდება, რომ ვიღაც ლანძღავთ, ცუდად უყურებს, მივა და მიახლის სიმართლეს და ასე შემდეგ…მარკეტში მშვიდად ვერ შედის ვინმემ არ იცნოს, რესტორანში სანამ შევა ყველას აკვირდება, ვინმე ხომ არ უყურებს ცუდად – მოკლედ აბსოლუტურ მოჯადოებულ წრეში ცხოვრობენ. გადაწყვიტეს, მოდი გავაჩუმოთ ეს ხალხი, ავუკრძალოთ აზრის გამოთქმა და მიიღეს კანონი – Facebook სტატუსები გახდა დასჯადი. გამოაგორეს მდინარაძე, რუსული არხები “TV იმედი” და “პოსტ TV”, მოქოქეს კამპანია რომ გამკაცრდა კანონი, ამას გიზამთ, იმას გიზამთ და… და ჩაფლავდა! ოპოზიციონერი არ უყურებს პროპაგანდისტულ, სამთავრობო, რუსულ არხებს და თუ უყურებს სერიოზულად არ აღიქვამს. მოიფიქრეს უკეთესი – უჩივლეს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებიდან ცნობილ სახეებს და ჩვენსავე, ოპოზიციურ ველზე შემოიტანეს “ნიუსი” – არ გალანძღო ლაშხი, მდინარაძე, კობახიძე, თორემ დაგიჭერთ ყველას!!! ოპოზიციური მედიასაც უწევს ამ რეპრესიების გაშუქება და რეალურად, ეს უნდა ახლა ქოცს – იყოს ძლიერის პოზიციაში და ჩვენს ხალხს აჩვენოს, თუ როგორი მაგრები და ძლიერები არიან, “ცნობილ ხალხს რას უშვრებიან და მოქალაქეებს რას გიზამთ წარმოიდგინეთ”გზავნილით. გამოსავალი არის შემდეგი – ნაკლები ვისაუბროთ მათ რაზეც უნდათ იმაზე! ვისაუბროთ და ფოტოებით ვაჩვენოთ ყოველ დღე – ნაწამები, დასახიჩრებული ადამიანების და ამის გამო რომ არავინ, არსად არ დაუბარებიათ!
მათ რაც უნდათ ის არ უნდა ვისაუბროთ – უნდა შევუტიოთ იქეთ!