“ჩვენნაირ [ნახევარფაბრიკატების] მცირე საწარმოებს კონსერვანტების გამოყენება არ უღირთ” – “თავადური 2014”

„ჩვენნაირ [ნახევარფაბრიკატების] მცირე საწარმოებს კონსერვანტების და დანამატების გამოყენება არ უღირთ“ – ამის შესახებ კასპში მდებარე ნახევარფაბრიკატების საწარმოს „თავადური 2014“ დამფუძნებელმა, თემურ თოიძემ BM.GE-სთან ნახევარფაბრიკატების უვნებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინსპექცია რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს და სურსათის უვნებლობა გარდა გეგმური ინსპექციისა, ყოველთვიურ, არაგეგმურ ინსპექციასაც ახორციელებს.
„სურსათის უვნებლობა წესისამებრ ამოწმებს. რეგიონში მგონი უფრო მეტი კონტროლია, ვიდრე დედაქალაქში. ლაბორატორიულ კვლევებს, რა თქმა უნდა, ვატარებთ, ისე პროდუქტს ვერ გავყიდით. დანამატებს არ ვიყენებთ, ძირითადად, ხარისხზე ვართ ორიენტირებული. სავარაუდოდ, ვისაც უფრო დიდი წარმოება აქვს და ვინც პროდუქციის შექმნას ვერ აუდის, ალბათ, ისინი თუ გამოიყენებენ, ჩვენნაირ მცირე საწარმოებს, უბრალოდ არ გვიღირს”, – განმარტა თემურ თოიძემ.