ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება, ეს არის ერთგვარი კომპენსაცია იმ სირთულეებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან

ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება, ეს არის ერთგვარი კომპენსაცია იმ სირთულეებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან
პოლიტიკოსობა ადვილი არ არის, მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ, რომ ბევრი საკითხი გვაქვს, ბევრი გამოწვევა გვაქვს ირგვლივ, სხვადასხვა ტიპის საფრთხე ქვეყნის შიგნით და გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როცა ხარ პოლიტიკოსი, მაღალ თანამდებობას იკავებ, გაქვს განცდა, რომ გაქვს ერთგვარი ძალა, პოზიტიურად იმოქმედო ქვეყნის განვითარებაზე.
“ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში და როცა გვახსენდება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს კმაყოფილების განცდას.
ეს არის ერთგვარი კომპენსაცია იმ სირთულეებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა