„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჯარისკაცები ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჯარისკაცები ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
პროექტის – „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ქართულ-ამერიკულ სკოლაში იმყოფებოდნენ. მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მოსწავლეებმა თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მათ ქართული ჯარის ისტორია, როლი, ამოცანები და პრიორიტეტები გააცნეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხეს.
„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს. 2023 წლიდან „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მოიცავს და საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მიმდინარეობს.
Previous: საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში