საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას” უერთდებიან. სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივით კამპანია 8 ნოემბერს დაიწყო და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვასაც ითვალისწინებს.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას უკვე შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც და თავიანთი მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ პეტიციაზე ხელმოწერით დაადასტურეს.