“ჩვენი ხმა ევროპას” | სალომე ზურაბიშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

კამპანიის, “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში, პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ყველას ჰქონოდა თავისი იდენტობის, ენის, მრწამსის შენარჩუნების და განვითარების საშუალება. პრეზიდენტმა ყველას მიულოცა დღესასწაულების დაწყება და ხვალინდელ ევროპულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.
“ყველას უნდა ჰქონდეს ევროპულ სახელმწიფოში, ევროპული ტიპის სახელმწიფოში საშუალება, რომ ჰქონდეს თავისი თავის წარმატების და სრულყოფილად არსებობის [შესაძლებლობა]. ეს საშუალება, რომელსაც საქართველო იძლეოდა ყოველთვის და იძლევა დღესაც… საქართველოს კულტურაში, სწორედ ეს ფასეულობა ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონოდა თავისი იდენტობის, თავისი ენის, თავისი მრწამსის შენარჩუნების და განვითარების საშუალება… მე მინდა ყველას გისურვოთ, რომ იცხოვროთ იმ ხვალინდელ საქართველოში”, – თქვა ზურაბიშვილმა.