“ჩვენი ხმა ევროპას” | სალომე ზურაბიშვილი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამ წუთებში პრეზიდენტს ხვდებიან – სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის მთავარი მიზეზი ევროინტეგრაცია და პრეზიდენტის პეტიციაა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირს მიმართავენ და კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებენ. კულტურის სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გამოხატავენ საკუთარ მხარდაჭერას ევროინტეგრაციის მიმართ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში, პეტიციაზე, “ჩვენი ხმა ევროპას”, ხელის მოწერა ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამ დროისთვის დოკუმენტს ხელს 17 ათასზე მეტი მოქალაქე აწერს.
ავტორი: საბა ბუაძე