13 დეკემბერს, ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება ყველა ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალაჩნოსანს. მათ შორის “ქართული ოცნების” ლიდერებს, ყოფილ და მოქმედ პრემიერებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ელჩი მიიღებს. შეკრების მიზანი კი იმის ჩვენებაა, რომ საქართველოში აბსოლუტურად ყველა საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ერთ სივრცეში სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსების შეკრება დასავლელი პარტნიორებისთვის იქნება სიგნალი, რომ ქართული საზოგადოება მზადაა ევროპული მისწრაფებების ფონზე ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას.
ამის პარალელურად კი ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, “ქართული ოცნების” დაბლოკილი ვიზიტის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი საკუთრი ხარჯებით პირველად ჩადის ჩეხეთში პრეზიდენტ პეტრ პავლეთან, სადაც მას საგანგებოდ ცერემონიალით ეგებებიან და სამხედრო პატივით ხვდებიან.