“ჩვენი ხმა ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით მარში დედაქალაქში იმართება

“ჩვენი ხმა ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით, სამოქალაქო საზოგადოება მარშს მართავს. მოქალაქეები ერთი საათის წინ, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. მარშს უერთდება სალომე ზურაბიშვილიც.
არასამთავრობო ორგანიზაციის “დემოკრატიის მცველები” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ დღევანდელი დღის მიზანი ევროკავშირისთვის გზავნილია, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.
“დღევანდელი დღე გვინდა იყოს ევროკავშირისთვის გზავნილი, რომ ქართველი ხალხი შეიძლება რაღაცებში არ არის ერთიანი, მაგრამ ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ეს გზავნილი წინ უნდა უძღოდეს ევროპული საბჭოს ლიდერების შეხვედრას 14-15 დეკემბერს, გადაწყვეტილების მიღების წინ,” – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული