ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს ლავროვის განცხადებას — კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისი მერი აცხადებს, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს ს საგარეო საქმეთა მინისტრ ს განცხადებას.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.
„ამასთან დაკავშირებით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთ შერიგებით, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთ პატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული და შეცდომები, რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მეპატრონეებით ქმნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც „მეზობელ ქვეყნებს“, ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით. ეს არის მოსკოვის მიერ არაერთხელ გაჟღერებული პოზიცია და მცდელობა, კონფლიქტის მხარის ნაცვლად მედიატორად იქცეს და თბილისს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ურთიერთობებში უშუამავლოს.