ჩვენი შვილები იამაყებენ, იმით რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ – ნინო წილოსანი

ჩვენი შვილები იამაყებენ, [იმით] რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა
„წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით. ჩვენი შვილები იამაყებენ, [იმით] რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით, ისტორიის ფურცლებზე, აი მაგას დაგანახებთ. აქ შევხვდებით, თუ არ გაიქცევით ქვეყნის გარეთ“- თქვა წილოსანმა.