ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წელს ლუდის ბაზარი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

ლუდის სექტორი 2024 წელს აჯამებს. როგორც „ეფ-ეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბაზრის ზრდის დინამიკა პოზიტიურია.
“მიმდინარე წელს, წინა წელთან შედარებით, ჩვენი შეფასებით, ბაზარი დაახლოებით 2%-ით არის გაზრდილი, რაც აბსოლუტურ ციფრებში ნიშნავს დაახლოებით 136 მილიონ ლიტრს. 2021 წელს ბაზარი იყო 119 მილიონი ლიტრი, ხოლო 2024 წლის ბოლოს მისი მოცულობა მოიმატებს 136 მილიონ ლიტრამდე, რაც დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს,”-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ასევე, რეკორდული ზრდა დაფიქსირდა 2022 წელს, როდესაც 11%-იანი ზრდა მოხდა და ბაზარი 131 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა.
“ეფე-ეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი 2025 წლის მოლოდინებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ბაზარი 140 მილიონ ლიტრამდე გაიზრდება.
“ლუდის ინდუსტრიაში დაახლოებით 60-მდე კომპანია ოპერირებს, თუმცა მათგან 4 კომპანია ქმნის ბაზრის მოცულობის 85%-ზე მეტს. იმპორტირებული ლუდის წილი ქართულ ბაზარზე 10%-ზე ნაკლებია, რაც მიუთითებს საქართველოს ლუდსახარშების მაღალ სტანდარტებზე და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, მათ შორის ლიცენზირებული ბრენდების, როგორებიცაა Lowenbrau, Staropramen-ი და სხვა, მაღალი ხარისხზე,”-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 16.07 მლნ დოლარის ღირებულების 14.4 მლნ ლიტრი ლუდის იმპორტი განხორციელდა.
2024 წლის 11 თვეში,ინდუსტრიის მიერ, ლუდის ექსპორტი ჯამში დაახლოებით 32 ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის, აზერბაიჯანში, ირანში, -ში, იაპონიაში, პოლონეთში და ა.შ.
რაც შეეხება კომპანიას „“, ის ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანიაა. „ეფეს საქართველო“ მსოფლიოში ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის Efes Breweries International (EBI)-ის წარმომადგენელია საქართველოში და ასევე, არის გლობალურ ბაზარზე ლუდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Anheuser-Busch InBev-ის სტრატეგიული პარტნიორი.
bp.ge