ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევები, გუნდის სიძლიერე, არჩევნების შედეგები – ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ძლიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ტანდემი – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევები, გუნდის სიძლიერე, ს შედეგები. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ძლიერი იყო სა და ირაკლი კობახიძის ტანდემი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა მივულოცო ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ხოლო ს – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება. მათი შედეგები, ერთის შემთხვევაში მთავრობის ხელმძღვანელის სახით, მეორის შემთხვევაში კი პარტიის თავმჯდომარის სახით, არის სახეზე, როგორც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიღწევები, გუნდის სიძლიერე, არჩევნების შედეგები. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის სახით. ეს ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან პარლამენტის წიაღიდან ხდება პრემიერის შერჩევა, მას შემდეგ რაც ჩვენ გადავედით სრულად საპარლამენტო სისტემაზე. ეს სრულიად ახალ დინამიკას შეიტანს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში. განსაკუთრებით, ოპოზიცია უნდა იყოს განწყობილი პოზიტიურად, ვინაიდან მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, როდესაც მათი კოლეგა იქნება პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ასეთი წარმატება ჰქონდა პრემიერ-მინისტრის სახით, და ძალიან დიდია მისი პირადი წვლილი იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებში, რაც ჩვენ მივიღეთ, მას ახლა პარტიის ხელმძღვანელობა ექნება ჩაბარებული. „ქართული ოცნების“ დიდი ორგანიზმი არანაკლებ რთულია სამართავად, ვინაიდან საქმე გვაქვს პარტიის წევრებთან, პოლიტიკოსებთან. ეს განსხვავდება ხასიათით საჯარო სექტორის მართვისგან. ამიტომ ვფიქრობ, მისთვისაც საინტერესო იქნება ეს მიმართულება. მინდა, ორივეს ვუსურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება ჩვენი გუნდის და ქვეყნის წარმატების კიდევ ერთი ეტაპი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.